პრემიერ ლიგა არ გამოვიდა - ჰენდერსონმა ბაიერნს და ბაიერს მიმართა
ჯორდან ჰენდერსონს საუდის არაბეთში გაჩერება აღარ სურს. ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურდა. ინგლისელი ნახევარმცველის აგენტმა „ლივერპულთან“ დაამყარა კომუნიკაცია, თუმცა უარი მიიღო.
მერსისაიდული გრანდის ყოფილ კაპიტანს „ალ ეტიფაქში“ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება. ის კვირაში 700 000 ევროს იღებს, თუმცა ფული მისთვის პრიორიტეტი აღარ არის. ჯორდანი ხელფასის შემცირებაზეა თანახმა.
სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰენდერსონმა საკუთარი თავის მიუნხენის „ბაიერნს“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია გერმანული გუნდების პასუხები. აღსანიშნავია, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი და „რეკორდმაისტერიც“ ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ინგლისელი „ალ ეტიფაქს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე ჰენდერსონმა არაბული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 19-ჯერ მოირგო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.