კილიან მბაპე
Aa
Aa

საპნის ოპერა დაიწყო | მბაპეს გარემოცვა რეალთან შეთანხმებას უარყოფს

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი დიდი ხანია ესპანური და ფრანგული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. რამდენიმე საათის წინ, Footmercato-მ დაწერა, რომ მბაპემ „რეალთან“ შეთანხმებას მიაღწია და „სამეფო კლუბში“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

კილიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, RMC Sport-მა მასთან დაახლოებული პირის კომენტარი გაავრცელა. მან ანონიმურად დარჩენა ამჯობინა და განაცხადა, რომ მბაპეს „ბლანკოსთან“ არანაირი შეთანხმება არ აქვს.

„კილიანის მომავალზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ საკითხის განხილვაც კი არ დაწყებულა. ვერანაირი ძალა ვერ განსაზღვრავდა საუბრის დაწყების ან კილიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღს“, - აცხადებს RMC Sport-თან საუბრისას მბაპეს გარემოცვის ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ L’Equipe-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, პარიზულ კლუბში იმედოვნებდნენ, რომ კილიანი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა. კლუბის წარმომადგენლები მის აგენტებთან შეხვედრების გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ფეხბურთელმა უპირატესობა მადრიდის „რეალს'' მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან ფიფიას ოფიციალური განცხადება
რომან ფიფიას ოფიციალური განცხადება