ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, დევიდ უები
Aa
Aa

უნიკალური ხალხი - სანიოლის ასისტენტმა ქართველებზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთ-ერთმა ასისტენტმა დევიდ უებმა Theguardian-თან ინტერვიუში ვილი სანიოლთან და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან მუშაობაზე ისაუბრა. ასევე, მან ქართველი ხალხი დადებითად დაახასიათა. მისი აზრით, ქართველებისთვის გამარჯვება ფულსა და წარმატებაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ზუსტად რას გულისხმობს წარმატებაში არ დაუკონკრეტებია. შესაძლოა, პერსონალური წარმატება იგულისხმა.

„აღმოვაჩინეთ რომ მე და ვილის საკმაოდ მსგავსი შეხედულება გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გვსურს თამაში და განვითარება. ის სამუშაოდ საქართველოში წავიდა, თუმცა ჩვენ სიახლოვე შევინარჩუნეთ.  მას სჭირდებოდა ისეთი პიროვნება, რომელსაც მინდორზე სამწვრთნელო პროცესში მონაწილეობის მიღება ინგლისურ ენაზე შეეძლებოდა. გარდა ამისა, ფეხბურთელებთან ერთი-ერთზე ინგლისურად ისაუბრებდა.

ქართველები სრულიად უნიკალურები არიან, ძალიან თავმდაბალი, მიზანსწრაფული ხალხია. მათთვის გამარჯვება უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე წარმატება და ფული’’.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი დევიდ უები შეუერთდა. უები მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით მუშაობს (Performance Coach).

გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები