ვოლკანოვსკი თუ თოფურია? | როგორია ილიას ყოფილი მეტოქის პროგნოზი
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ჯოშ ემეტმა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და „ელ მატადორის“ სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. ემეტმა პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ „ვოლკის“ მსგავსი დომინანტი ჩემპიონის წინააღმდეგ ვერ წავა.
„პროგნოზის გაკეთება რთულია. ვოლკი Pound for pound ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ის სრულყოფას განაგრძობს და MMA-ს მოყვარულებს უმტკიცებს, რომ ცდებიან. მისი ჩხუბების დაწყებამდე, ამბობდნენ: „ახლა დამარცხდება, ახლა დამარცხდება“. თუმცა, ჩვენს წონით დივიზიონში ეს არ მომხდარა და საბოლოოდ, პატივისცემა მოიპოვა.
ილია ახალგაზრდა, მშიერი და ნიჭიერი მებრძოლია. ამბობს, რომ ალექსს პირველ რაუნდში დააფინიშებს და იმედი მაქვს, ვოლკს სათანადოდ აფასებს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ვოლკანოვსკისნაირი დომინანტი ჩემპიონის წინააღმდეგ წასვლა და ილიას გამარჯვების პროგნოზირება ძალიან ძნელია“.
როგორც მოგეხსენებათ, თოფურიასა და ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) ანაჰაიმში გაიმართება.