გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„იჯარით წასვლა მისთვის კარგია“ | რა თქვეს აიაქსში მიქაუტაძეზე

„აიაქსის“ დროებითმა ტექნიკურმა დირექტორმა, კელვინ დე ლანგმა Algemeen Dagblad-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. დე ლანგმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის გეგმებზე ისაუბრა და გიორგი მიქაუტაძეც ახსენა.

Algemeen Dagblad: „გიორგი მიქაუტაძე უკვე გაანათხოვრეთ. შეძლებთ კიდევ გაუშვათ ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი პერსპექტივა არ აქვთ?“

დე ლანგი: „ეს საკითხი გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ევროპულ კლუბებში გადასვლის უფლება არ აქვთ. ასევე, აიაქსში ირიცხებიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც ევროპის დატოვება არ სურთ. მიქაუტაძისთვის იჯარის წესით წასვლა კარგია და ეს გარიგება ჩვენც გამოგვადგა, თუმცა, ბევრი მოთამაშის გაშვების მოლოდინი არ გვაქვს“.

როგორი იანვარი გვექნება? დიდი ცვლილებები არ იგეგმება. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ გულშემატკივრები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისგან ბევრს არაფერს უნდა ელოდონ. მესმის, რომ მათ სიახლეების ხილვა სურთ, მაგრამ აუცილებელია დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „მეცის“ მაისურით პირველ შეხვედრას 14 იანვარს ჩაატარებს, როცა მისი გუნდი საკუთარ კედლებში „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას მაგარი მატჩი | ორმაგი დუბლი, 7 მოხსნა მეტოქის ფარზე და გამარჯვება ოვერტაიმში
გოგას მაგარი მატჩი | ორმაგი დუბლი, 7 მოხსნა მეტოქის ფარზე და გამარჯვება ოვერტაიმში