ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„გადავაჭარბეთ, როცა კვარა კაკას შევადარეთ“ | დი კანიომ ნაპოლის პრობლემებზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ „ტორინოსთან“ მარცხის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. დი კანიოს თქმით, ნეაპოლურ გრანდს ლიდერი არ ჰყავს და ხასიათის ნაკლებობას განიცდის.

„კატასტროფას ვხედავთ, მაგრამ ჩვენც გადავაჭარბეთ, როცა 200 პროცენტზე მოთამაშე ნაპოლი ცაში ავიყვანეთ და ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. პარტენოპეი ჩემპიონი გახდა ფეხბურთელებით, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ლუჩანო სპალეტის სახით, ლიდერი ჰყავდათ. ბიჭები ცდილობენ, მაგრამ ლიდერის გარეშე არიან დარჩენილი და ხასიათი აკლიათ.

ნაპოლის ყველა პრობლემა სააშკარაოზე გამოვიდა. ნათანი კიმ მინ ჯე არაა და უდიდესი პასუხისმგებლობის აღება და დაცვის ხაზის ლიდერის ფუნქციების შეთავსება ყველას არ შეუძლია. გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო შეშინებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, დაცვაში ცუდად თამაშობს და ბურთს ხშირად კარგავს. მთელი მატჩის განმავლობაში შეშინებულია. არადა, გუნდის კაპიტანია, თუმცა, ხასიათი თავისას შვრება“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში, „ნაპოლი“ „ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა. „პარტენოპეის“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მომდევნო გაჩერება ბოლოადგილოსანი „სალერნიტანაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას მაგარი მატჩი | ორმაგი დუბლი, 7 მოხსნა მეტოქის ფარზე და გამარჯვება ოვერტაიმში
გოგას მაგარი მატჩი | ორმაგი დუბლი, 7 მოხსნა მეტოქის ფარზე და გამარჯვება ოვერტაიმში