მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„წაგებული თანხა თითქმის სრულად გადავუხადე“ - მალიხინი მერაბთან სანაძლეოზე

შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზაცია ONE-ს რუსმა ჩემპიონმა, ანატოლი მალიხინმა რუსულ Sport24-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს სანაძლეოს დროს წაგებულ 50 ათას დოლარს ეტაპობრივად უხდის.

რას ამბობს მალიხინი:

ვფიქრობ, ის ვერც ამჩნევს, რომ ფული შესდის. რა კარგად ცხოვრობს ეს ადამიანი. არც კი ადევნებს თვალს, რომ კარგი რაოდენობის ფული ერიცხება. მე ჩემს სიტყვას ვასრულებ, მას ამ თანხას ვუხდი. ეს არ არის 10%, ეს უკვე სოლიდური თანხაა!

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, MMA-ს ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ რუსულ სააგენტოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილს წაგებული თანხის მხოლოდ 10% გადაუხადა.

ქართველმა და რუსმა მებრძოლებმა სანაძლეო სოციალურ ქსელებში, რუსი პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ბრძოლაზე დადეს. მალიხინი რუსი მებრძოლის გამარჯვებას პროგნოზირებდა, დვალიშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. საბოლოოდ, მებრძოლები შეთანხმდნენ, რომ ვისი პროგნოზიც გამართლდებოდა, ის 50 ათას დოლარს მიიღებდა. ამ ბრძოლაში სტერლინგმა პიოტრ იანი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და შესაბამისად, სანაძლეოს გამარჯვებულიც მერაბი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი მალიხინზე: „50 000 კი არა, 2 000 გამოაგზავნა“
დვალიშვილი მალიხინზე: „50 000 კი არა, 2 000 გამოაგზავნა“