ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

კურტუა: “ოქროს ბურთს ჰოლანდი უფრო იმსახურებდა“

2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჯილდო ერლინგ ჰოლანდს უფრო ეკუთვნოდა. ერთ-ერთი ასეთი მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუაა.

რა თქვა კურტუამ?

„ყოველთვის დიდებულია ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ჰოლანდი, მბაპე და მესი არიან. „მანჩესტერ სიტი“ 2 წლის წინ დავამარცხეთ და ეს საოცარი მომენტი იყო. იმავე სეზონში მბაპეს და მესის ვაჯობეთ.

კილიანი და ლეო საოცარი ფეხბურთელები არიან, მაგრამ გასულ წელს ოქროს ბურთს ერლინგი იმსახურებდა, რადგან მან ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. ამ ყველაფერში კი უშუალო მონაწილეობა მიიღო. პირადად ჩემთვის, ჰოლანდი უფრო იმსახურებდა.“

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ოქროს ბურთის გამარჯვებულის ბედი სწორედ ამ ფაქტმა გადაწონა.

რაც შეეხება კურტუას, „რეალის“ მეკარემ სეზონის საწყის ეტაპზე ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნება აპრილის თვეში იგეგმება. ტიბომ განაცხადა, რომ დაბრუნების შემდეგ, ფორმის აღდგენა სურს და ამის გამო ევრო 2024-ზე არ წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ის ნამდვილი ბრილიანტია“ - თანაგუნდელებმა არდა გიულერი შეაფასეს
“ის ნამდვილი ბრილიანტია“ - თანაგუნდელებმა არდა გიულერი შეაფასეს