ზეწოლა ოქროს ბურთის ორგანიზატორებზე - პსჟ-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის ოქროს ბურთი ლიონელ მესის ერგო. ავტორიტეტული გამოცემა GOAL სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ოქროს ბურთის ორგანიზატორების ზეწოლაში ადანაშაულებენ. ფრანგული გრანდის წარმომადგენლებს სურდათ, რომ ოქროს ბურთი აუცილებლად არგენტინელ სუპერვარსკვლავს მოეგო.
Le Monde-ში ჩატარებული მოხსენების თანახმად, პარიზული გუნდის მესვეურები სხვადასხვა კეთილგანწყობის გზით ცდილობდნენ, რომ ოქროს ბურთი მესის მოეგო, რადგან ის „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობდა.
ჩატარებული გამოძიება უპირველეს ყოვლისა კავშირგაბმულობის ყოფილ დირექტორს ჟან-მარსიალ რიბესს ეხებოდა. ეროვნული პოლიციის გენერალური ინსპექციის 2023 წლის ნოემბრის დასკვნაში ნათქვამია:
რიბესმა ოქროს ბურთის ორგანიზატორებისთვის მუდმივი უფასო VIP ბილეთი მოითხოვა. რიბესს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, მაგრამ მცდელობა საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ლეომ ოქროს ბურთი ოფიციალურად „ინტერ მაიამიში“ ყოფნის დროს მოიგო. GOAL-ის ინფორმაციით, გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.