შოთა არველაძე, ქარაგიუმრიუქი
Aa
Aa

ცუდად ვითამაშეთ - არველაძის გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ქარაგიუმრიუქმა’’ თურქეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო. 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში „სამსუნმა’’ შინ „ქარაგიუმრიუქი’’ 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ მედიასთან ისაუბრა: „ცუდად ვითამაშეთ და დავმარცხდით. ეს კარგი მატჩი არ ყოფილა, უფრო მეტს ველოდით. სამწუხაროდ, მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა. ჩვენ ეს ვერ შევძელით. მეტოქეს ბურთს ძალიან ადვილად ვუთმობდით. საბოლოო ჯამში ქაოტური თამაში იყო, ორივე გუნდი ბურთს ხშირად კარგავდა. მეტოქემ გოლი გაიტანა, თუმცა ჩვენ ეს ვერ შევძელით, თავი ცუდად წარმოვაჩინეთ’’.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით თურქულმა კლუბმა სამივე მატჩი დათმო, გოლი არ გაუტანია და 8 გოლი გაუშვა. შემდეგ ტურში „ქარაგიუმრიუქი’’ ქართველი სპეციალისტის ყოფილ გუნდს, „კაისერისპორს’’ მიიღებს (10 იანვარი, 18:00).

20-გუნდიან ჩემპიონატში არველაძის გუნდი 17 ქულით მე-18 ადგილზეა, ამ მარცხის შემდეგ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები