“არ დაგავიწყდეთ, ის ჯერ ბავშვია“ - კაზემირომ ჰოილუნდი დაიცვა
ჯერჯერობით 72 მილიონ ევროდ ნაყიდი რასმუს ჰოილუნდი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. დანიელ ფეხბურთელს არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კაზემირომ კი მისი დაცვა გადაწყვიტა.
კაზემირო:
„საბოლოო ჯამში რასმუსი ჯერ კიდევ ბავშვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მასზე ზეწოლა არ უნდა განვახორციელოთ. ბევრი ფიქრობს, რომ მან დაუყოვნებლივ 30 გოლი უნდა გაიტანოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ეს მისი პირველი სეზონია პრემიერ ლიგაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ მისგან ბევრს ითხოვთ ისეთი დონის მატჩებში, როგორებიც მაგალითად „არსენალთან“ გვაქვს.
როდესაც ის მატჩში ჩაერთო დინამიკა მთლიანად შეცვალა. მან დიდი წვლილი შეიტანა. ამიტომ მე ვცდილობ აგიხსნათ, თუ რას გრძნობს ახლა ის. ჰოილუნდი თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდება და ძალიან ბევრს მუშაობს. რასმუსი თავდადებული ბიჭია და მას გაუმჯობესება სურს. დამერწმუნეთ, ის ამ შესანიშნავი ფეხბურთელი დადგება, რადგან მას დიდი ამბიცია აქვს. შესაძლებელია ეპოქაც კი შექმნას.“
როგორც უკვე მოგახსენეთ, „იუნაიტედს“ ჰოილუნდი 72 მილიონი ევრო დაუჯდა. ტრანსფერის განხორციელებიდან დღემდე რასმუსმა „მანჩესტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა. აქედან 5 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 1 პრემიერ ლიგაში.