შერმადინის მორიგი სუპერმატჩი - ბადალონასთან მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგაში „ტენერიფემ’’ შინ „ხოვენტუტ ბადალონა’’ 20-ქულიანი უპირატესობით, 90:70 დაამარცხა.
ამ მატჩში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, ყველაზე მეტი ქულა მის აქტივშია - 21. 34 წლის კალათბურთელმა 21 ქულის გარდა 26 წუთსა და 18 წამში 7 მოხსნა და 2 პასი შეასრულა. მატჩის MVP გახდა.
შერმადინმა 9-დან 9 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ამ სეზონში „ტენერიფემ'' 17-დან 9 შეხვედრა მოიგო, 18-გუნდიან ჩემპიონატში 18 ქულით მე-7 ადგილზეა. „ტენერიფე'' შემდეგ შეხვედრას შინ „ბარსელონასთან'' ჩაატარებს (14 იანვარი, 21:00).
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს რატი ანდრონიკაშვილი დაუბრუნდა, „სარაგოსაში'' მისი დებიუტი უიღბლო იყო, პარკეტზე გამოსვლიდან დაახლოებით 4 წუთში მუხლის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზი და პარკეტზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია. „ჟირონასთან'' თად მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო, მატჩის MVP გახდა, თამაში შემდეგ კი აღნიშნა, რომ ახლა მისი მთავარი საფიქრალი რატის მდგომარეობაა.
ანდრონიკაშვილისა და მაკფადენის „სარაგოსა'' მე-10 ადგილზეა, შემდეგ ტურში „ხუვენტუტ ბადალონას'' ესტუმრება (13 იანვარი, 23:45).