მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

აგენტი: “ტენ ჰაგმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა“

„მანჩესტერ იუნაიტედს“, რომ საშინელი სეზონი აქვს ეს ახალი არავისთვის არის. ერთი შეხედვით, „წითელ ეშმაკებს“ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა წარმატებას მაინც ვერ აღწევენ.

ბრიტანულ მედიას ერთ-ერთი საფეხბურთო აგენტი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და განაცხადა, რომ ერიკ ტენ ჰაგმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა.

აგენტი:

„ერიკ ტენ ჰაგმა სრულიად არასწორად შეაფასა თავისი ტრანსფერები, რომლებიც პრემიერ ლიგაში სათამაშოდ არის საჭირო. მე მას, როგორც მწვრთნელს ვაფასებ, მაგრამ თუ მას გვერდით გამოცდილი სპორტული დირექტორი ეყოლება, როგორიც „აიაქსში“ ჰყავდა მარკ ოვერმარსის სახით, მაშინ ვფიქრობ სწორ ტრანსფერებს გააკეთებდა.

შეხედეთ „მანჩესტერ სიტის“. მათ პეპ გუარდიოლა და ჩიკი ბეგირისტაინი ჰყავთ, ხოლო „მანჩესტერს იუნაიტედს“? ერიკ ტენ ჰაგი და?..“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო პრემიერ ლიგაში, 20 ტურის შემდეგ, 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ ლონდონი, ისევ პრემიერ ლიგა - ვერნერი ბრუნდება
ისევ ლონდონი, ისევ პრემიერ ლიგა - ვერნერი ბრუნდება