მარცხი მძიმე ბრძოლაში - საქართველომ უნგრეთს მესამე მეოთხედი მოუგო
ევრო 2024-ის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 11:15 დამარცხდა. აღსანიშნავია რომ მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 6:4 დასრულდა, თუმცა საბოლოოდ უნგრეთმა 4-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.
პირველი მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა 2:5 დათმეს, მეორე მეოთხედიც უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:4. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა მოიგო - 6:4. ბოლო მეოთხედში უნგრეთმა 2 უპასუხო გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ბესარიონ ახვლედიანის აქტივში 3 გოლია, ვასიჩმა და გიორგი მაგრაქველიძემ დუბლი შეასრულეს.
საქართველომ უნგრეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა: რაზმაძე (კაპანაძე), ახვლედიანი (3), დადვანი (1), შუშიაშვილი, ბითაძე (1), ძიხწიარენკა, იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ვასიჩი (2), პიეშივაცი (1), იელაჩა, ჯახაია.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - 5:22. დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 8 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პირველ/მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მეოთხედფინალში ითამაშებენ, მესამე/მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები - ფლეი-ოფში.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრესსამსახური