ტოტენჰემი, ლაიპციგი, ტიმო ვერნერი
Aa
Aa

ისევ ლონდონი, ისევ პრემიერ ლიგა - ვერნერი ბრუნდება

Sky Germany-ს ინფორმაციით, ტიმო ვერნერი ლონდონში ბრუნდება. „ჩელსის“ ყოფილი და ამჟამად „ლაიპციგის“ ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ ითამაშებს. მხარეები ახლა საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

„რედ ბულის“ კლუბი გერმანელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა. „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, ტიმოს კარიერა უკან წავიდა და ამის გამო ისევ „ლაიპციგში“ დაბრუნდა, თუმცა საუკეთესო ფორმა ვერც გერმანიაში აღიდგინა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში ვერნერმა 2023/2024 წლების სეზონში მხოლოდ 386 წუთი ითამაშა და ძირითად შემადგენლობაში ორჯერ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ტიმო „ჩელსიში“ 2020/2022 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 83 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ვერნერს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ლონდონური კლუბი აირჩია. ასევე გეტყვით, რომ ტიმო „დეზებში“ იჯარის წესით გადადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს მომავალი | პსჟ-ში ოპტიმისტური განწყობაა, მაგრამ სათადარიგო გეგმაც აქვთ
მბაპეს მომავალი | პსჟ-ში ოპტიმისტური განწყობაა, მაგრამ სათადარიგო გეგმაც აქვთ