მბაპე; “უამრავ ფულს გადავიხდიდი პურის საყიდლად გასვლა, რომ შემეძლოს“
კილიან მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ფრანგულ მედიასთან საუბრისას, „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავმა საინტერესო საკითხი გააჟღერა.
რა თქვა მბაპემ?
„პურის საყიდლად წასვლა? ახლა იმდენ ფულს გადავიხდიდი, რომ ასეთი რამ შევძლო.. ეს ადამიანების უმეტესობისთვის ნორმალური რამ არის, ჩემთვის სამწუხაროდ აღარ. ჯადოსნური ჯოხი, რომ მქონდეს ორ დღეს აუცილებლად ქუჩაში, გარეთ გავატარებდი. ამის თქმა დაუფიქრებლად შემიძლია. სამწუხაროდ, მე სპონტანურობა და ადამიანად ყოფნის შეგრძნება დავკარგე.“
შეგახსენებთ, რომ მბაპეს სატრანსფერო საგა გრძელდება. მადრიდის „რეალმა“ მას მოსაფიქრებლად დრო მისცა.
ფლორენტინო პერესი მის გადაწყვეტილებას ელოდება. ფრანგი სუპერვარსკვლავის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში იწურება, თუმცა მას კიდევ 1 წლით შეუძლია გახანგრძლივება.
თუ კილიანი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, მადრიდის „რეალი“ მას სამუდამოდ დაემშვიდობება.