შტურმი, ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

კიტეიშვილი: “კაშიასთან და კანკავასთან თამაშს განსაკუთრებულად ველოდები“

ბოლო პერიოდში ოთარ კიტეიშვილს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისი გუნდი კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა ავსტრიულ მედიასთან ისაუბრა.

კიტეიშვილი:

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვარჯიშის განახლება შემიძლია. „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა და მასთან დიდი ურთიერთობა მაკავშირებს. მას უყვარს ქართველი ხალხი და ის მთელს საქართველოს უყვარს.

მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კაპიტნები არიან. ორივეს ასზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. სამწუხაროა, რომ ახლა მათ წარმატებას ვერ ვუსურვებ, მაგრამ მათ წინააღმდეგ თამაშს განსაკუთრებულად ველოდები.“

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური მატჩი „სლოვანსა“ და „შტურმს“ შორის 15 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დღევანდელი ვალენსიას მთავარი ფიგურაა“ - MARCA მამარდაშვილზე
“დღევანდელი ვალენსიას მთავარი ფიგურაა“ - MARCA მამარდაშვილზე