მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: “მეცი ჩემი სახლია, დაბრუნებით ბედნიერი ვარ“

როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა.

დაბრუნების შემდეგ, ქართველი თავდამსხმელი ფრანგულ მედიას ესაუბრა და მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მიქაუტაძემ?

„ბოლო პერიოდში ბევრი არ მითამაშია. ახლა თამაში და გოლების გატანა მჭირდება. მინდა ბედნიერი ვიყო და ფეხბურთით სიამოვნება მივიღო. „აიაქსში“ ეს ყველაფერი არ მქონდა. „მეცში“ დაბრუნება გადავწყვიტე, რადგან აქაურობა ჩემი სახლია. აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ეს ყველას გაუხარდა.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევი „აიაქსში“ გასული წლის ზაფხულში 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ხშირად ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება.

ჯამში მიქაუტაძემ ამსტერდამული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 9-ჯერ მოირგო(338 წუთი ჯამში). მის ანგარიშზე ნული გოლი და ნული საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის მეგობარი: “არსენალი გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის“
ოსიმენის მეგობარი: “არსენალი გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის“