ლეგენდარული მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
სპორტულ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 92 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი მარიო ზაგალო გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ადასტურებს.
ზაგალოს საოცარი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. ჯამში მან მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო.
პირველად ეს 1958 წელს ფეხბურთელის რანგში მოხდა. მეორედ კი ასევე ფეხბურთელის რანგში 1962-ში.
1970 წელს, ზაგალო უკვე მწვრთნელის სტატუსით მოგვევლინა და „სელესაოს“ მუნდიალის მოგებაში დაეხმარა. 1994 წელს კი ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწორედ ასე მოიპოვა.
ცნობისთვის, მარიო ზაგალომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 33 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.