“დღევანდელი ვალენსიას მთავარი ფიგურაა“ - MARCA მამარდაშვილზე
მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია და „ვალენსიას“ გამარჯვებებში უდიდესი წვლილი შეაქვს. რა თქმა უნდა, ქართველი მეკარის თამაში ესპანურ მედიას არ გამოეპარა. MARCA-ს დღევანდელ გამოცემაში „ჯვაროსნების“ კარის დარაჯზე სტატიას ვხვდებით.
რას წერს MARCA?
„მამარდაშვილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ის „ვალენსიას“ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ნახევარდაცვის უზუსტო თამაშებმა მის ზურგზე გადაიარა. გუნდში ბევრი სირთულეა და მოგებები მეტწილად გიორგის დამსახურებაა. მშრალად შენახული კარი კი მისი გამოწვევაა.
ქართველი მეკარე დღევანდელი ფორმაციის „ვალენსიას“ მთავარი ფიგურაა. ის ხშირად ინახავს კარს მშრალად და ბარახა ახლა ყველაზე კმაყოფილია. გასულ სეზონში გიორგიმ კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა.(„რეალთან“, „ოსასუნასთან“, „ელჩესთან“ და „რეალ სოსიედადთან“).
მიმდინარე სეზონში კი ეს ციფრი გაიზარდა. მამარდაშვილმა გოლი „ლას პალმასთან“, „ატლეტიკოსთან“, „სელტასთან“, „გრანადასთან“, „კადისთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ არ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ბარახას გაწვრთნილ „ვალენსიაში“ მას ყველაზე კარგი შედეგი აქვს.
მაგალითად, ბორდალასთან ჯამში კარი მშრალად რვაჯერ შეინახა, ხოლო ჯენარო გატუზოსთან მუშაობისას მხოლოდ სამჯერ.“
შეგახსენებთ, რომ „ღამურებს“ ლა ლიგაში 19 ტურის შემდეგ, 26 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში „კადისს“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 14 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.