„აქ მეფე მე ვარ, ილიასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობით ვეკიდები“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკის“ თქმით, მოსამზადებელი კემპი შესანიშნავად მიმდინარეობს და ერთი სული აქვს, „ელ მატადორთან“ როდის იჩხუბებს.
„მოსამზადებელი კემპი შესანიშნავად მიმდინარეობს და ბრედ რიდელი (UFC-ის მებრძოლი, ყოფილი კიკბოქსიორი) მეხმარება. ის ბრწყინვალე სპარინგ-პარტნიორია და თოფურიას კარგად ჰბაძავს. მაგარი მოკრივეა და ილიას სტილში მეჩხუბება. სიმართლე გითხრათ, მას შეუძლია, თოფურიაზე მეტი პრობლემა შემიქმნას და კარგია ჩემ გვერდით რომ დგას.
თოფურიასთან ბრძოლას მოუთმენლად ველი და ამ ჩხუბსა და ჩემს მომდევნო მეტოქეს მთელი სერიოზულობით ვეკიდები. ილია თვლის, რომ ნამდვილი კაცია?! მისი საუკეთესო ვერსიისთვის მზად ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ, ჩვენს დივიზიონში არსებულ დონეებს. კარიერის პიკში ვიმყოფები და ამ ახალგაზრდა ბიჭს ვაჩვენებ, რომ დონეებს შორის დიდი სხვაობაა.
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მეფე ვარ და ვერაფერს წამართმევს. ილია, შენი ნულისთვის მოვდივარ! ინსტაგრამზე დაიწერა, რომ უკვე 15:0-ზე აქვს და ახალი ჩემპიონია. მოუთმენლად ველი, როდის შეცვლის და როდის დაწერს, რომ მისი მოგება-წაგებების ბალანსი 14:1-ზეა“.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 14 ბრძოლა აქვს გამართული და ყველაში იმარჯვა. ილია საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია და ყველა სოციალურ ქსელში მიუთითა, რომ მისი ბალანსი 15:0-ზეა და არა 14:0-ზე.