მალხაზ ასათიანი
Aa
Aa

ასათიანი: რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის წინააღმდეგი ვარ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა რუსულ მედიასთან (Match TV) საუბარში განაცხადა, რომ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება უნდა მისცენ. ასათიანი ამ სახის აკრძალვებს არ ეთანხმება. მას ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოჰყავს. მისი აზრით, აშშ-მ ბევრი ცუდი რამ გააკეთა, თუმცა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებების გამო ამერიკელი სპორტსმენები არ დასჯილან.

- როგორია დღეს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება?

- რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქვეყნების მთავრობების მიმართ, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ.ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები.

საქართველოში ბევრი განსხვავებული ადამიანია. ვიღაცას რუსული მუსიკის, ხელოვნებისა და პოეზიის აკრძალვა სურდა, მაგრამ ეს რა შუაშია? ეს რატომ უნდა ამიკრძალონ? მე მომწონს ცოისა და შუფუტინსკის სიმღერების, ასევე ბევრი სხვა კარგი სიმღერის მოსმენა. ეს რატომ უნდა იყოს ვინმესთვის აკრძალული? 

რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს, მე ამის წინააღმდეგი ვარ. ქვეყნის ლიდერების განსხვავებული პოლიტიკის გამო უბრალო ადამიანებს შორის ნეგატივი არ უნდა არსებობდეს.

ვისურვებდი ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე გაუმჯობესდეს და რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენას დაუბრუნდნენ. სპორტსმენები პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ, მათ ამისთვის არაფერი აქვთ. აშშ-ის ისტორიის მანძილზე ამერიკელებმა ბევრი ცუდი რამ გააკეთეს. ამ ლოგიკით, ამერიკელი სპორტსმენებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ, მაგრამ ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ’’.

შეგახსენებთ, ფეხბურთსა და ბევრ სხვა სპორტის სახეობაში რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის გამო ჩამოართვეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები