ხვიჩა კვარაცხელია, ჯანო ანანიძე, მალხაზ ასათიანი
Aa
Aa

ასათიანი: ანანიძე კვარაზე ნაკლები ტალანტი არ ყოფილა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის „ლოკომოტივში’’ გაატარა (2003-10), რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძეზე ისაუბრა. 42 წლის ასათიანი Match TV-ს ესაუბრა.

- ბოლო წლების რუსეთის პრემიერ ლიგაში ხვიჩა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია?

- დიახ, ეს ეჭვგარეშეა.

- და ჯანო ანანიძე?

- ჩემთვის კვარაცხელია უპირატესია, მაგრამ ტალანტის თვალსაზრისით ანანიძე მასზე ნაკლები არ ყოფილა. ჯანომ შესაძლებლობების მხოლოდ 50 პროცენტის რეალიზება შეძლო, მაგრამ მაინც თამაშობდა „სპარტაკში’’.

ჯანო ანანიძემ კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში’’ გაატარა (2009-19). ამ გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონი (2016-17) და რუსეთის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა (2017). მას ასევე უთამაშია „როსტოვში’’, „კრილია სოვეტოვსა’’ და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში’’.

კარიერის ბოლო წლები საქართველოში გაატარა, თუმცა ტრავმისკენ მიდრიკელებამ შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეუშალა. კარიერა 2022 წელს, 29 წლის ასაკში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები