„პატივისცემა იქონიე და მოკეტე“ | რამოსს ფანთან შელაპარაკება მოუვიდა
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში, „სევილია“ საკუთარ კედლებში „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. ანდალუსიელებმა ზედიზედ მეორედ წააგეს და მიკელ ვესგასა და აიტორ პარედესის გოლებით, ბასკებმა 2:0 იმარჯვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სევილიას“ კაპიტანს, სერხიო რამოსს ერთ-ერთ გულშემატკივართან შელაპარაკება მოუვიდა. ესპანელი მცველი DAZN-ს ინტერვიუს აძლევდა, როცა ტრიბუნებზე მყოფმა ქომაგმა დაუყვირა.
„პატივისცემა იქონიე, ვლაპარაკობთ! ხალხსა და ემბლემას პატივი ეცი, ვლაპარაკობთ. ხალხს პატივი ეცი და მოკეტე“, - უპასუხა პირდაპირ ეთერში მყოფმა რამოსმა გულშემატკივარს.
აღსანიშნავია, რომ რამოსის დატვირთული საღამო მისი ღირსეული ჟესტით დასრულდა. წაგებული მატჩის შემდეგ, სერხიომ პატარა გულშემატკივარი გაახარა და საკუთარი მაისური აჩუქა.