ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, შონ ომალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკანოვსკის შემდეგ კონორთან ვიჩხუბებ“ | ილიას პასუხი შონ ომალის

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, შონ ომალის უპასუხა. რამდენიმე საათის წინ, „შუგამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, კონორ მაკგრეგორთან გაავლო პარალელი და განაცხადა, რომ ილია მისი ედი ალვარესია.

„ელ მატადორმა“ ომალის „ტვიტერზევე“ უპასუხა: „ბრძოლა შემოგთავაზე, მაგრამ UFC-მ მითხრა, რომ მხოლოდ თინეიჯერთა ჩხუბებისთვის ვარგიხარ, რადგან შენი ფანები მხოლოდ თინეიჯერები არიან. ჩვენი ბრძოლა არასდროს გაიმართება. ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორ მაკგრეგორთან ვიჩხუბებ და შენ ფანი ბიჭუნას სტატუსით მოხვალ. შენი Pay Per View გაყიდვების სტატისტიკის ნახვის შემდეგ, მხოლოდ ის შემიძლია შემოგთავაზო, რომ ჩემი ქარდის პრელიმებზე იჩხუბო“.

შეგახსენებთ, რომ ომალი ედი ალვარესს გულისხმობს. ეს უკანასკნელი მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, რომლის დამარცხების შემდეგაც, მაკგრეგორი ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრების მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, ომალი მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 10 მარტს გამართავს და მარლონ „ჩიტო“ ვერას დაუპირისპირდება. „შუგას“ კარიერაში ერთი მარცხი აქვს და 2020 წელს სწორედ „ჩიტოსთან“ წააგო.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს
შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს