გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე სტატისტიკა, პირველი კომენტარი და საინტერესო ინფორმაცია | მიქაუტაძე მეცში

გიორგი მიქაუტაძე ყოფილ კლუბს დაუბრუნდა. „აიაქსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაუშვა და კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფრანგებს მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეუძლიათ. 

„მეცში“ განათხოვრებულმა მიქაუტაძემ პირველი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა: „მეცში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენი სიყვარული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მოუთმენლად ველოდები წამს, როცა ამ მაისურით, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ მოედანზე კიდევ ერთხელ გავალ“.

გიორგისთან დაკავშირებით, ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი, L’Equipe-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, „აიაქსს“ მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი 16 მილიონი ევრო სამ ნაწილად უნდა დაეფარა. ამსტერდამელებს მხოლოდ მესამედი აქვთ გადახდილი, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, სეზონის ბოლოს მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს და „მეცმა“ დარჩენილ თანხაზე უარი თქვას, რათა მიქაუტაძე ფულის გადახდის გარეშე გამოისყიდოს.

აქვე უნდა ვახსენოთ ბრწყინვალე სტატისტიკა, რომელიც გარიგების დახურვის შემდეგ, OptaJean-მა გაგვიზიარა. მიქაუტაძეს „მეცის“ მაისურით გოლი ყოველ 134 წუთში გაჰქონდა (როგორც ლიგა 1-ის, ისე ლიგა 2-ის მატჩები იგულისხმება) და 3 346 წუთში 25 ბურთი შეაგდო. ბოლო 50 წლის განმავლობაში, ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც „მეცის“ მაისურით მინიმუმ 10 გოლი გაიტანეს, ამაზე უკეთესი მაჩვენებელი (გოლი ყოველ 134 წუთში) არავის ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასულ სეზონში ასე რომ ეთამაშა, ფენომენზე არ ვისაუბრებდით“ | ჟურნალისტი კვარაზე
„გასულ სეზონში ასე რომ ეთამაშა, ფენომენზე არ ვისაუბრებდით“ | ჟურნალისტი კვარაზე