რატომ არ ათამაშებენ ლოჩოშვილს | კრემონეზეს თავკაცის კომენტარი ქართველ მცველზე
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის მერვედფინალში „რომას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი იგებდა, მაგრამ 77-ე წუთზე, რომელუ ლუკაკუმ გაუტანა, 85-ზე კი თავი პაულო დიბალამ გამოიჩინა და „ჯალოროსიმ“ 2:1 იმარჯვა.
ლოჩოშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „რომასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „კრემონეზეს“ თავკაცმა, ჯოვანი სტროპამ ქართველ მცველზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, ლუკას სათამაშო დრო არ ეძლევა.
„ლოჩოშვილს ბევრ ასპექტში აქვს მოსამატებელი. ამ მომენტისთვის, სხვა ფეხბურთელები უკეთესად გამოიყურებიან. არჩევანის გაკეთება ჩემი მოვალეობაა და ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც მგონია, რომ ყველაზე შესაფერისია“.
ცნობისთვის, „კრემონეზე“ სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის და სერია B-ს სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. ლოჩოშვილის გუნდს 32 ქულა აქვს, მეორეადგილოსან „ვენეციას“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 14 იანვარს, „კოზენცას“ წინააღმდეგ ელის. ლოჩოშვილს რაც შეეხება, მან იტალიური გუნდის ბოლო 11 თამაშიდან, მონაწილეობა მხოლოდ 2-ში მიიღო.