გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი, დომანტას საბონისი, მალიკ მონკი, საკრამენტო ქინგსი
Aa
Aa

ბითაძის ეფექტური ჩატენვა და ბლოკები - ორლანდო ორ ოვერტაიმიან ტრილერში დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „საკრამენტო ქინგსს“ დაუპირისპირდა და ორ ოვერტაიმიან ტრილერში 3 ქულის სხვაობით, 138:135 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 6 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი მოაგროვა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა. ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი საჯარიმო და ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო. ასევე, ერთხელ ჰქონდა პერიმეტრიდან ჩაგდების მცდელობა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.

ქულების რაოდენობით საუკეთესო გოგას თანაგუნდელი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 45 წუთში 43 ქულას, ორ მოხსნასა და 5 ასისტს მოუყარა თავი, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი საკრამენტოს ლიდერი, მალიკ მონკი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 46 წუთში 37 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი შეასრულა. ასევე, გამორჩეული იყო მასპინძელთა კიდევ ერთი ლიდერი, დომანტას საბონისი, რომელმაც სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 22 ქულა, 23 მოხსნა, 12 ასისტი 45 წუთში.

33 ტურის შემდეგ „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 19 მოგებით მე-5 ადგილზე იმყოფება. გოგა ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 6 იანვარს, სტუმრად „დენვერ ნაგეთსსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს იყო ჩვენი გამარჯვების გასაღები“ - შენგელიამ ბაიერნთან მატჩი შეაფასა
„ეს იყო ჩვენი გამარჯვების გასაღები“ - შენგელიამ ბაიერნთან მატჩი შეაფასა