ბარსელონა, ვიტორ როკე
Aa
Aa

ლას პალმასთან თამაში შეუძლია - ბარსამ ვიტორ როკე დაარეგისტრირა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „ლას პალმასს“ ესტუმრება. ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, აღნიშნული დაპირისპირებისთვის, კატალონიურმა გრანდმა ვიტორ როკე დაარეგისტრირა.

ახალგაზრდა ტალანტს თამაშის შესაძლებლობა ექნება. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ „ბლაუგრანას“ პრობლემები დიდი ხანია აქვს და იყო საშიშროება, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ბარსას პედრი და გავი ვერ დაერეგისტრირებინა.

MARCA-ს ინფორმაციით, როკე 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გულშემატკივრები კი მის დებიუტს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ვიტორ როკეს ტრანსფერში მონაწილეობა პირადად დეკუმ მიიღო. 18 წლის შემტევი აქამდე „ატლეტიკო პარანაენსეს“ ღირსებას იცავდა.

ასევე შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელს „ბლაუგრანა“ მხოლოდ 6 თვით არეგისტრირებს. ამ სეზონში ბრაზილიელის სრულად დასარეგისტრირებლად კატალონიელებს ბიუჯეტიდან 19,7 მილიონი ევროს გამოთავისუფლება სჭირდება და როგორც ითქვა, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ 40 მილიონ ევროს შემოსავალს მიიღებენ, რომელიც გერმანიის ლიბეროს ფონდმა ხელშეკრულების თანახმად უნდა ჩაურიცხოს. ეს თანხა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა ამ მხრივ პრობლემები წარმოიქმნა.

ცნობისთვის, ჩავი ერნანდესის გუნდი ამჟამად ლა ლიგაში 38 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ბარსელონასა“ და „ლას პალმასის“ შეხვედრა 5 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 00:30-დან დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინსინიეს ნაპოლიში დაბრუნება სურს - პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიაა
ინსინიეს ნაპოლიში დაბრუნება სურს - პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიაა