ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

ინსინიეს ნაპოლიში დაბრუნება სურს - პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიაა

იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლორენცო ინსინიეს, ლეონარდო ბონუჩის და ფედერიკო ბერნარდესკის სერია ა-ში სურთ დაბრუნება.

ინსინიე და ბერნარდესკი MLS-ში, კონკრეტულად კი „ტორონტოში“ თამაშობენ, ხოლო ბონუჩი „უნიონ ბერლინს“ შეუერთდა.

ფედერიკოს მასიმილიანო ალეგრისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მას „იუვენტუსში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა „ბიანკონერის“ ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.

Gazzetta-ს ინფორმაციით, ინსინიეს „ნაპოლიში“ სურს დაბრუნება, მაგრამ პრობლემას ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს, რომელიც ახლა „პარტენოპეის“ შეუცვლელი წევრია, ხოლო ლორენცოს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს. წყაროს ცნობით, ვეტერანი იტალიელის გადაბირებით „ლაციო“ და „ფიორენტინა“ ინტერესდებიან.

ბონუჩის სიტუაცია ყველაზე რთულია. მას „რომაში“ სურდა თამაში და წინააღმდეგი არც კლუბი იყო, თუმცა „ჯალოროსის“ გულშემატკივრებმა ეს ფაქტი იმ დონეზე გადაიფიქრეს, რომ დედაქალაქურმა კლუბმა ტრანსფერზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ბონუჩის მთავარი მიზანი სწორედ ევრო 2024-ზე მოხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: “კვარას სიმშვიდის ნაკლებობა აღენიშნება“
იტალიელი ჟურნალისტი: “კვარას სიმშვიდის ნაკლებობა აღენიშნება“