პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტის ტრანსფორმაცია | გამარჯვების შემდეგ მინიმუმ 15 კილოგრამი მოიმატა

UFC-ის ინგლისელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა MMA-ის მოყვარულები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. „ბედიმ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს, რომ წონაში ძალიან ბევრი აქვს მომატებული.

პიმბლეტმა UFC 296-ის ფარგლებში, 16 დეკემბერს იჩხუბა. „ბედი“ მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს და ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ელ კუკუისთან“ ბრძოლისას, იგი 70 კილოგრამს იწონიდა და როგორც სჩვევია ხოლმე, გამარჯვების შემდეგ, უარი აბსოლუტურად არაფერზე თქვა.

პიმბლეტის ზუსტი წონა უცნობია, მაგრამ MMA-ის მოყვარულები ვარაუდობენ, რომ მან მინიმუმ 15 კილოგრამი მოიმატა. პედის ბოლო ფოტოებს რომ შეხედოთ, მისი ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ...

შეგახსენებთ, რომ „ბედის“ კარიერაში 24 ბრძოლა აქვს გამართული. მან 21-ჯერ იმარჯვა და UFC-ის ეგიდით, ზედიზედ 5 მოგება აქვს. სხვათა შორის, პიმბლეტი არანორმალური წონის კლების გამო, ბევრმა მებრძოლმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამას მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან