ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

43-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა | ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დამარცხდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექს დე მინაურთან დამარცხდა. ავსტრალიაში მიმდინარე გუნდური ტურნირის, United Cup-ის მეოთხედფინალში, სერბეთი ავსტრალიას დაუპირისპირდა და მასპინძელმა დე მინაურმა 6:4, 6:4 მოიგო.

ჯოკოვიჩს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მაჯამ შეაწუხა, რის გამოც, კორტზე ფიზიოთერაპევტის გამოძახება მოუწია. „რაც უფრო მეტს ვთამაშობ, მით უფრო მტკივა“, - განუცხადა „ნოლემ“ ფიზიოთერაპევტს, მაგრამ მატჩი მაინც ბოლომდე მიიყვანა.

საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში, ის ჰიონ ჩონმა დაამარცხა. მას შემდეგ, სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიაში ზედიზედ 43 მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ მისი სერია დე მინაურმა დაასრულა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს კარიერაში პირველად მოუგო. აქამდე მას პირველ ჩოგანთან 2-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და ორივეჯერ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან