WhoScored-ის სიმბოლური გუნდი | რომელ ადგილზე გავიდა კვარა
ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა, WhoScored-მა იტალიის სერია A-ს 2023 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც არის შეყვანილი.
სააგენტოს ვერსიით, ხვიჩას 7.37 ქულა აქვს მინიჭებული და მას მხოლოდ „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი უსწრებს, რომელსაც 7.43 ქულა აქვს.
სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ წელს სასტარტო შემადგენლობაში სულ მცირე 25-ჯერ გამოჩნდნენ.
როგორია WhoScored-ის სიმბოლური:
მეკარე: მიკელე დი გრეგორიო („მონცა“, 7.01 ქულა)
მცველები: დანილო („იუვენტუსი, 7.32), აჩერბი („ინტერი“, 7.02), ბუონჯორნო („ტორინო“, 6.99), დიმარკო („ინტერი“, 7.04);
ნახევარმცველები: ბერარდი („სასუოლო“, 7.32), ჩალჰანოღლუ („ინტერი“, 7.21), დიბალა („რომა“, 7.22), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, 7.37);
თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი („ინტერი“, 7.43), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“, 7.18).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს გამარჯვებული გახდა, სეზონის ბოლოს კი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.