გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

დამაჯერებელი მამარდაშვილი | ვალენსიამ 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ 2024 წლის პირველი შეხვედრა „მესტალიაზე“, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართა და „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 3:1 დაამარცხა. „ღამურებმა“ წელი პოზიტიურად დაიწყეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-4 წუთზე, რომან იარემჩუკმა ხოსე გაიას გადაცემით ისარგებლა და „ვალენსია“ დააწინაურა. 27-ე წუთზე, პეპელუმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 57-ე წუთზე, პეპელუმ კიდევ ერთი პენალტი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 73-ე წუთზე, ხერარდ მორენომ დააფიქსირა.

მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და 3 სეივი მიითვალა. 22-ე წუთზე, ქართველმა გოლკიპერმა ალბერტო მორენოს დარტყმა მოიგერია. 45-ე წუთზე, გიორგიმ მორენოს კიდევ ერთხელ აჯობა, 91-ე წუთზე კი ბენ ბრერეტონის მარტივი დარტყმა აიღო. გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, მამარდაშვილი ვერაფერს იზამდა და საკუთარ გუნდს ვერ გადაარჩენდა.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, „კადისის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის იმედგაცრუება - ფრანგული გამოცემა დავითაშვილს აკრიტიკებს
სეზონის იმედგაცრუება - ფრანგული გამოცემა დავითაშვილს აკრიტიკებს