ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

„გაზარდეთ კარების ზომა“ - ბუფონის ახალი ინიციატივა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ Tuttosport-თან ინტერვიუს დროს გამოთქვა ინიციატივა, რომ თანამედროვე ფეხბურთში კარების ზომა გაიზარდოს, რათა ფეხბურთელს გოლის გატანის უფრო დიდი შესაძლებლობა ჰქონდეს.

რა თქვა ჯიჯიმ:

ამაზე ფიქრი შეგვიძლია დავიწყოთ. ამას წინათ, ჩემს მეუღლესთან და ნათესავებთან ვსაუბრობდი, რომ როდესაც სერია A-ში ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემპიონატში ხუთ ყველაზე მაღალ ფეხბურთელთა შორის ვიყავი. გასულ სეზონში, როდესაც „პარმასთან“ ერთად სერია B-ში ვთამაშობდი, ასევე ყველაზე მაღალი მოთამაშეების ხუთეულში ვიყავი.

თანამედროვე კარების ზომა 185 წელს განისაზღვრა. ეს, ალბათ ძალიან დიდი იყო იმდროინდელი ანთროპომეტრიული მნიშვნელობებისთვის, მაგრამ ახლა, ფეხბურთელებისა და მეკარეების დანახვისას შესაძლოა თქვენც დაფიქრდეთ. დღეს ფრენბურთშიც მსჯელობენ ბადის სიმაღლეზე. ჩემი დები ფრენბურთს თამაშობენ და ეს საკითხი ვიცი.

ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი მაინც არ არის, არიან პასუხისმგებელი ორგანიზაციები, რომლებიც აუცილებლად დასვამენ კითხვებს და შეისწავლიან საკითხს. მართალია, მეკარეები სიმაღლეში ძალიან გაიზარდნენ, მაგრამ მინდვრის მოთამაშეები ასევე უფრო სწრაფები, ტექნიკურები და არაპროგნოზირებადები გახდნენ. მათი შესაძლებლობები უმჯობესდება.

მაგრამ შორეულ დარტყმებზე მარტივად ნახავთ მეკარის სიმაღლის ეფექტს. 30 წლის წინ, ყოველი 50 დარტყმიდან 10 გოლი იყო, დღეს კი 50-დან საშუალოდ 3 გადის. ორმეტრიანი მეკარისთვის შორიდან გოლის გატანა გაცილებით რთული გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, კარების ზომა სიმაღლეში 2,44 მეტრია, სიგანეში კი 7.32 მეტრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები