ბარსელონა, ატლეტიკო, ხეტაფე, მანჩესტერ იუნაიტედი, მეისონ გრინვუდი
Aa
Aa

მეისონ გრინვუდი ბარსელონას და ატლეტიკოს რადარზე

როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მეისონ გრინვუდი გაამართლეს კარიერას „ხეტაფეში“ აგრძელებს, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

22 წლის შემტევის ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წლის ივნისში იწურება, ხოლო „ხეტაფესთან“ საიჯარო ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში.

გრინვუდის გადაბირებით ორი ესპანური გრანდი ინტერესდება. საუბარი მადრიდის „ატლეტიკოზე“ და კატალონიის „ბარსელონაზეა.“

უფრო დიდ ინტერესს „როხიბლანკო“ იჩენს და მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რაც შეეხება „ბარსელომას“, კატალონიური გრანდის ფინანსური პრობლემების შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა 5 მილიონის გადახდა ამ მომენტისთვის შესაძლებელია.

ჩავი ერნანდესი თვლის, რომ მის გუნდს შეტევის მარჯვენა ფლანგზე, დემბელეს წასვლის შემდეგ პრობლემები აქვს და გაძლიერება სჭირდება. გრინვუდი კი ამისთვის შესანიშნავი ვარიანტია, თუმცა თუ Football Espana-ს დავუჯერებთ, „ბლაუგრანა“ ბრაზილიელი ტალანტით ესტევაო ვილიანით ინტერესდება და მომავალი წლის ზაფხულში მთავარი საზრუნავი სწორედ ეს საკითხი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ: “ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ასე გავაგრძელო“
კრიშტიანუ: “ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ასე გავაგრძელო“