გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„ჩაკვეტაძე იმედგაცრუებული იყო და მე მას პირობა მივეცი“ - უოტფორდის მწვრთნელი

ინგლისის ჩემპიონშიპის 25-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ კედლებში „სტოკს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ჩაკვეტაძემ შეხვედრაში 78 წუთი ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგიმ 3 საკვანძო პასი გააკეთა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 13-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო და მისი 35 გადაცემიდან ზუსტი 27 გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ 72-ე წუთზე, „ჩაკვე“ გააფრთხილეს.

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი მატჩის შემდეგ, ჩაკვეტაძის თამაშს შეეხო და მისი პროგრესი აღნიშნა.

„დღეს გამოვედით და შესანიშნავად ვითამაშეთ. სიმშვიდე შევინარჩუნეთ, რომელიც წინა მატჩში გვაკლდა. მეორე ტაიმში კარგი შანსი გვქონდა, როცა ჩაკვეტაძემ ბურთი ძელს გაარტყა. შანსები 10 კაცით დარჩენის შემდეგაც გვქონდა. გუნდმა აჩვენა, რომ უკეთ თამაში შეუძლია.

რაც შეეხება გიორგის, მას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მეტოქის წინააღმდეგ განსხვავება შექმნას. ჩაკვეტაძე შესანიშნავი ფეხბურთელია. ის იმედგაცრუებული იყო, რადგან იმდენ სათამაშო დროს ვერ იღებდა, რამდენიც სურდა. მე მას ვესაუბრე და პირობა მივეცი, რომ მეტ დროს მიიღებს. ეს ყველაფერი ნათლად ასახავს, თუ რამდენი კარგი მოთამაშე გვყავს გუნდში“.

- განაცხადა ისმაელმა.

„უოტფორდს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან და მომდევნო მატჩი 1-ელ იანვარს, „პლიმუთთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს