ჩავი ერნანდესი, ბერნარდუ სილვა, კევინ დე ბრუინი, ანდრეს ინიესტა, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ბერნარდუ: სტატისტიკა არ მაინტერესებს, მთლიანად მატჩს უნდა შეხედოთ და არა ციფრებს

ბერნარდუ სილვამ ინდივიდუალური სტატისტიკისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას არ ეთანხმება.

„სტატისტიკა ზოგადად ბევრს არაფერს ნიშნავს... მე მომწონს მატჩებში გამარჯვებების შემდეგ სტატისტიკის გადახედვა. მაგალითად, მინდა გავარკვიო, თუ რომელ მოთამაშეს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჩემპიონთა ლიგაში, პრემიერ ლიგაში, ჩემპიონატებზე, მატჩებში, რადგან, საბოლოო ჯამში, მოთამაშის გავლენა გუნდზე იზომება არა გოლებით, ან საგოლე პასებით, ან იმით, თუ რამდენი გოლი გაუშვა მეკარემ.

რა თქმა უნდა, მეკარეებმა უნდა მოიგერიონ ბურთები, ხოლო ფორვარდებმა უნდა გაიტანონ, თუ ფეხბურთს ძალიან ზედაპირულად უყურებთ. მცველებმა გუნდი უნდა დაიცვან, მეკარეებიც, თავდამსხმელებმა უნდა გაიტანონ გოლები და ნახევარმცველებმა უნდა ჩამოაყალიბონ ხაზებს შორის კავშირები.

ახლა ფეხბურთში მოვიდა ასეთი მომენტი - ითვლიან, რომ ნახევარმცველმა 20 გოლი გაიტანა, დაეხმარა გუნდს, მაგრამ თქვენ უნდა გადახედოთ თამაშს მთლიანობაში და ფოკუსირება არა მხოლოდ სტატისტიკაზე მოახდინოთ, რადგან არსებობენ სრულიად განსხვავებული მახასიათებლების მქონე მოთამაშეები, რომლებიც თამაშის ბედზე დიდ გავლენას ახდენენ. სტატისტიკა ყველაფერს ვერ ასახავს.

ვთქვათ, ჩემს პოზიციაზე, ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ინიესტა ან ჩავი, რომელთაც არასდროს გაჰქონდათ ბევრი გოლი. ისინი სეზონს სამი ან ოთხი გოლით ასრულებდნენ. და ისინი ამ პოზიციაზე ყველა დროის ერთ -ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან, თუ არა საუკეთესო.

მაგალითად, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოდნავ უფრო მეტი გოლი და საგოლე გადაცემა აქვთ, მაგალითად, ფრენკ ლამპარდი ან კევინ დე ბრუინი, რომელთაც ბევრი საგოლე პასი აქვთ.

იმავე პოზიციაზე, შეიძლება ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე მოთამაშეები იყვნენ და შეუძლიათ გუნდს სხვანაირად დაეხმარონ. ასე რომ, მე არ მიყვარს ასეთი სტატისტიკების დათვალიერება”.

- განაცხადა ბერნარდუ სილვამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2024 წლის ტოპ 5 მოვლენა, რომლებსაც ყველაზე დიდი ინტერესით ველოდებით
2024 წლის ტოპ 5 მოვლენა, რომლებსაც ყველაზე დიდი ინტერესით ველოდებით