ადგა და წავიდა - ბენზემამ ვარჯიშები გააცდინა და ქალაქი დატოვა
ქარიმ ბენზემას კარიერა საუდის არაბეთში არც ისე კარგი მიმართულებით მიდის და შესაძლოა საერთოდ დასრულდეს.
ესპანური As-ი წერს, რომ ბენზემამ ბოლო 2 ვარჯიში გააცდინა და მომდევნო მატჩისთვის გუნდთან არ იქნება. ყველაზე უცნაური ის არის, რომ პრესამ და არც ოფიციალურია რაიმე, არავინ არაფერი იცის, თუ რატომ წავიდა ბენზემა და სად წავიდა.
As-ი წერს, რომ ბენზემამ ქალაქი ჯიდაც დატოვა, თუმცა სად წავიდა არ იციან.
ბოლო დროს ბენზემას ურთიერთობა ქომაგებთანაც აერია. მას აბრალებდნენ, რომ შესაბამისად არ იხარჯებოდა. შემდეგ, ქარიმს კლუბის ხელმძღვანელებთანაც დაეძაბა ურთიერთობები. ყველაფერი კი მისი წასვლით დასრულდა.
ბენზემას ქმედებიდან ნათლად ჩანს, თუ რა დონეზეა ფეხბურთი აზიაში. რამდენიმე დღის წინ, მარკო ვერატის ხელშეკრულების დეტალებიც გასაჯაროვდა, რომლის თანახმადაც იტალიელს ყოველთვიურად 1 კვირით ვარჯიშის შეწყვეტა და ნებისმიერ ადგილას წასვლა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ბენზემამ „ალ-იტიჰიადის“ რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.