დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„შახტარში საუკეთესოა“ - გოჩოლეიშვილი უკრაინაში ტოპ 10 ლეგიონერშია

უკრაინულმა სპორტულმა პორტალმა Tribuna-მ 2023 წლის უკრაინის ჩემპიონატის 10 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა, რომელშიც მე-6 ადგილზე გიორგი გოჩოლეიშვილი იმყოფება.

გამოცემა ქართველ განაპირა მცველს „შახტარის“ რიგებში საუკეთესო ლეგიონერად ასახელებს.

„ალბათ გოჩოლეიშვილისგან გაცილებით მეტ წარმოდგენას და სანახაობრივ თამაშს ელოდნენ, იმ ოპტიმიზმიდან გამომდინარე, რომელიც მისი ტრანსფერის მომენტში იყო, თუმცა ქართველი ფეხბურთელისთვის 2023 წელი ჩაგდებული ნამდვილად არ ყოფილა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. ამაში მას კონოპლიას ტრავმებიც დაეხმარა. მის ანგარიშზე უკვე 30 მატჩია, რომელშიც 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. სხვა მხრივ, გიორგიმ ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. ერთი მინუსი არის სტაბილურობის ნაკლებობა, რაც შესამჩნევი ევროსარბიელზე გამართული მატჩებისას გახდა.

თუმცა, თუ კი შახტარის ყველა ლეგიონერის თამაშს შევაფასებთ, გოჩოლეიშვილი ყველაზე მაღლა დგას“.

- წერს უკრაინული გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ, 31 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ხედავ თამაშის საშუალებას არ აძლევენ?“ | რის გამო გააძევეს ვალტერ მაცარი
„ვერ ხედავ თამაშის საშუალებას არ აძლევენ?“ | რის გამო გააძევეს ვალტერ მაცარი