„ბითაძემ ფანტასტიკურად ითამაშა“ - ორლანდოს მწვრთნელი
„ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ, „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა და გოგა ბითაძის კარგ თამაშსაც შეეხო.
„ჩემი აზრით, ბითაძემ ფანტასტიკურად ითამაშა. ის მზად იყო ის გაეკეთებინა, რაც თამაშისთვის მას ვთხოვეთ. შეხვედრამდე გოგას შესახებ კითხვა დამისვეს, თუ რას ვითხოვდით მისგან - ყველამ ნახა როგორ ითამაშა მან და სწორედ ამას ვითხოვთ, ეს მოლოდინები გვაქვს.
დაცვაში მოხსნილი ბურთები, პიკ-ენ-როლის დროს სწორი დაცვა, ასევე კარგი დაცვა ფარქვეშ და სწორი გადაწყვეტილებები - ეს არის ის, რაც მას ევალება“.
ბითაძემ „ნიქსის“ წინააღმდეგ 30:26 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 8-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტი +16 ჰქონდა.
ამჟამად გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 12 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება. „ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას 1 იანვარს სტუმრად „ფინიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.
ბითაძის ყველა მომენტი VS ნიუ იორკ ნიქსი