კვარას დარტყმები და გაფუჭებული მომენტი | ნაპოლიმ საშინაო კედლებში მონცას ვერ მოუგო
Aa
Aa

კვარას დარტყმები და გაფუჭებული მომენტი | ნაპოლიმ საშინაო კედლებში მონცას ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „მონცას“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ ბოლო 5 შეხვედრიდან მეოთხედ ვერ მოიგო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრუდა - 0:0.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და აქტიური გახლდათ. „კვარა“ გოლის გატანასთან ახლოს ორჯერ იყო. პირველი ტაიმის მიწურულს, ხვიჩამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მისი გასროლა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

კვარაცხელიამ ყველაზე რეალური მომენტი 55-ე წუთზე მიიღო. ხვიჩა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ახლო კუთხეში დაარტყა და მიკელე დე გრეგორიომ აჯობა. 71-ე წუთზე, ხვიჩამ ალესიო ძერბინის ბრწყინვალე პასი გაუკეთა და იგი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა, ძერბინიმ ცუდად დაარტყა.

აუცილებელია აღვნიშნოთ მატჩის 83-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი, როცა კვარაცხელია უორენ ბონდოს დაუპირისპირდა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამ მომენტიდან რამდენიმე წამის შემდეგ, „კვარამ“ კიდევ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ბურთს „მონცას“ ფეხბურთელი გადაეფარა. ხვიჩას გოლის გატანა მომდევნო შეტევაშიც შეეძლო, მაგრამ დე გრეგორიომ მარტივი სეივი მიითვალა.

დაწინაურების კარგი შანსი „მონცასაც“ ჰქონდა. 68-ე წუთზე, სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღეს. პენალტის ნიშნულთან მატეო პესინა მივიდა, მაგრამ საშინლად დაარტყა და ალექს მერეტმა აჯობა. შეხვედრის დარჩენილ დროში „ნაპოლი“ ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და და ქულები დაკარგა - 0:0.

ამრიგად, „პარტენოპეის“ 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2024 წელს გამართავს და 7 იანვარს „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე
„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე