ელიფ ელმასი, გეორგი სუდაკოვი
Aa
Aa

ნაპოლი ელმასის შემცვლელს ეძებს | გოჩოლეიშვილისა და აზაროვის თანაგუნდელი სურთ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ელიფ ელმასის შემცვლელს ეძებს, რომელმაც კარიერა „ლაიფციგში“ გააგრძელა. ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ მთავარი სამიზნე გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის თანაგუნდელი, გეორგი სუდაკოვი გახლავთ.

რომანოს ცნობით, „ნაპოლი“ „შახტარს“ უკვე დაუკავშირდა და მზადაა, სუდაკოვის გასაფორმებლად ყველაფერი გააკეთოს. „პარტენოპეის“ გარდა, იგი „იუვენტუსის“ რადარზე იმყოფება და „ბებერი ქალბატონი“ დიდი ხანია მას აკვირდება.

როგორც რომანო წერს, ერთ-ერთმა კლუბმა „შახტარს“ წინადადებით მიმართა და მას 35 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება გაუკეთა. დონეცკელთა პასუხის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 17 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს