ჩავი ერნანდესი, რობერტ ლევანდოვსკი, ვიტორ როკე
Aa
Aa

Marca: ჩავიმ ლევანდოვსკის აცნობა, რომ ხელშეუხებელი აღარ არის

„ბარსელონამ“ „ატლეტიკო პარანაენსედან“ 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვიტორ როკე წარადგინა. ახალგაზრდა ფორვარდი ზაფხულში გაიფორმეს და ფეარ პლეის წესების გამო მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირეს, იქამდე იგი ბრაზილიის ჩემპიონატში გამოდიოდა.

ამ ტრანსფერის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდში ხელშეუხებლის სტატუსი დაკარგა. ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესმა პოლონელ ფორვარდს უკვე აცნობა, რომ როკეს სახით მას კონკურენტი ეყოლება და ლევანდოვსკი ძირითადის ხელშეუხებელი წევრი აღარ იქნება.

ჩავი პოლონელს ყოველთვის უდიდეს ნდობას უცხადებდა და მას პრაქტიკულად არასდროს ასვენებდა. ამჯერად კი სიტუაცია შეიცვალა.

ლევანდოვსკიმ ბოლო დროს შედეგიანობას უკლო, რაც გუნდის შედეგებზეც ისახება.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა 16 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ხელშეკრულება ძალაში 2026 წლამდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი კვარაზე 10-ჯერ მეტს იღებს - იტალიური მედია ხვიჩას კონტრაქტზე
ოსიმენი კვარაზე 10-ჯერ მეტს იღებს - იტალიური მედია ხვიჩას კონტრაქტზე