ჯეკ გრილიში
Aa
Aa

1 მილიონ ფუნტამდე მოიპარეს - ევერტონთან მატჩის დროს გრილიში სახლი გაძარცვეს

„ბოქსინგ დეის“ დროს „ევერტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის მსვლელობის პარალელურად, ჯეკ გრილიშის სახლი გაძარცვეს.

ოთხშაბათს ღამით ჩეშირის უბანში, გრილიშის სახლიდან მილიონი ფუნტის ღირებულების საათები და სამკაულები წაიღეს.

ყაჩაღობის დროს სახლში გრილიშის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათი რაოდენობა ათამდე იყო. მათ შორის არიან ფეხბურთელის საცოლე საშა ეტვუდი, მისი მშობლები, ბებია, ორი და და ძმა.

ბოლო სართულზე ხმაური რომ გაიგონეს, პანიკაში ჩავარდნენ და თავშესაფრის საძებნელად გრილიშის სხვა სახლში გაიქცნენ, რომელიც ფეხბურთელმა ახლახან შეიძინა, სადაც ფეხბურთელს პანიკის ღილაკი აქვს გაკეთებული, რომელიც სიგნალს პირდაპირ პოლიციას აწვდის.

„ოჯახი ნამდვილად შოკირებულია. ბანდამ წაიღო ბევრი საათი და ძვირფასეულობა. არავინ დაშავებულა, მაგრამ დიდი პანიკა იყო. ყველა შეშინებული იყო, რადგან თავს ძალიან დაუცველად გრძნობდნენ.

ეს უზარმაზარი სახლია, ამიტომ გასაგებია, თავიდან რატომ არავის არაფერი გაუგია.

სასწრაფო რეაგირების განყოფილებამ რეაგირება დროულად მოახდინა. მალევე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე მანქანა და ვერტმფრენი“.

- განუცხადა The Sun-ს წყარომ.

ჩეშირის პოლიციამ The Sun-ს განუცხადა:

„ზარი მიიღეს ოთხშაბათს, 27 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ძარცვასთან დაკავშირებით. მომჩივანმა თქვა, რომ სახლიდან რამდენიმე ნივთი მოიპარეს. განლაგდნენ ოფიცრები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ პოლიციის ძაღლები და ეროვნული პოლიციის საავიაციო სამსახური. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა ეჭვმიტანილთა კვალი არ არის აღმოჩენილი. გამოძიება გრძელდება“.

გრილიშმა „ევერტონთან“ 90 წუთი ითამაშა. მომხდარის შესახებ მას თამაშის დასრულებისთანავე აცნობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
ნაპოლის პრობლემები ელის - იტალიაში სუპერ ლიგის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს