საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - საქართველოს ნაკრებს ჯიკიჩი გაწვრთნის

იერუსალიმის „ჰაპოელის'' 52 წლის მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი საქართველოს ეროვნული ნაკრებს ჩაიბარებს. ინფორმაციას ებრაული გამოცემა ONE ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად იერუსალიმის „ჰაპოელი’’ უარზე იყო, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ „ჰაპოელის’’ მფლობელ მატან ადელსონთან შეთანხმებას მიაღწია. მან ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, ჯიკიჩის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა „ჰაპოელზე’’ უარყოფითად არ აისახება. ჯიკიჩი ნაკრებში მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა FIBA-ს პაუზა იქნება. ცხადია, კლუბს არ დატოვებს.

ჯიკიჩს სერბულ, მონტენეგრულ და სლოვენიურ კლუბებში წარმატებით უმუშავია. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.

2005-07 წლებში NBA-ში, „მინესოტა ტიმბერვულვზის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 

2022 წლიდან იერუსალიმის „ჰაპოელის'' მთავარი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში აღარ მუშაობს. მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული ვაკანტურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები