ვიტორ როკე
Aa
Aa

ბარსა როკეს მხოლოდ 6 თვით არეგისტრირებს - პრობლემები და ლა ლიგის მკაცრი წესები

„ბარსელონამ“ ზაფხულში, „ატლეტიკო პარანაენსედან“ 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვიტორ როკე გაიფორმა, რომელმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ბარსელონაშია.

როკეს კლუბი ამჟამად არეგისტრირებს და ის „ბარსას“ მაისურით თამაშს იანვრიდანვე შეძლებს, თუმცა ამ სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიელებს ბრაზილიელის ხელახლა დსარეგისტრირებლად შრომა მოუწევთ.

ესპანური COPE-ს ცნობით, ამ სეზონში ბრაზილიელის სრულად დასარეგისტრირებლად „ბლაუგრანას“ ბიუჯეტიდან 19,7 მილიონი ევროს გამოთავისუფლება სჭირდება და როგორც ითქვა, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ 40 მილიონ ევროს შემოსავალს მიიღებენ, რომელიც გერმანიის ლიბეროს ფონდმა ხელშეკრულების თანახმად უნდა ჩაურიცხოს. ეს თანხა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა ამ მხრივ პრობლემები წარმოიქმნა.

როკეს ამჟამად დარეგისტრირება გავის დიდხნიანი ტრავმის გამო ხდება, რადგან კლუბს სახელფასო ბიუჯეტში თანხა გაუნთავისუფლდა.

დღეის მონაცემებით, თუ „ბრასამ“ დამატებითი შემოსავალი არ მიიღო, კლუბი ვიტორ როკეს მხოლოდ 6 თვით დაარეგისტრირებს, ანუ ზაფხულამდე.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფორვარდი „ბარსამ“ 30+31 მილიონ ევროდ იყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სილვა: არ ვეთანხმები იმას, რომ ვინც მეტს გაიტანს ოქროს ბურთი მას გადაეცეს
სილვა: არ ვეთანხმები იმას, რომ ვინც მეტს გაიტანს ოქროს ბურთი მას გადაეცეს