ერლინგ ჰოლანდი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

სილვა: არ ვეთანხმები იმას, რომ ვინც მეტს გაიტანს ოქროს ბურთი მას გადაეცეს

ბერნარდო სილვა ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოსავლენად არსებულ კრიტერიუმებს უსამართლოდ მიიჩნევს.

– თქვენი სტატისტიკა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ხელს გიშლით ხელს გიშლით (ბერნარდუს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გოლი + ასისტის სისტემით 15 ქულაზე მეტი არასოდეს დაუგროვებია)

„საიდუმლო არ არის, რომ დღეს, ინდივიდუალური ჯილდოების წარდგენისას, სტატისტიკა ბევრს წყვეტს. როგორც წესი, მოთამაშეები, რომლებიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანენ, იმარჯვებენ. მაგალითად, თუ ბაიერნი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ოქროს ბურთი გადაეცემა ბაიერნის მოთამაშეს, რომელიც სეზონში 40 გოლს გაიტანს.

სიტიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ჯილდო ჰოლანდს არ მიუღია, რადგან მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მაგრამ ეს რომ არა, სწორედ ჰოლანდი იქნებოდა ოქროს ბურთის მფლობელი. მადრიდის რეალმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, ხოლო ბენზემამ მიიღო ოქროს ბურთი. როგორც წესი, ინდივიდუალური ჯილდოები საუკეთესო ბომბარდირებს გადაეცემათ.

პატიოსნად ვიტყვი - მე არ ვეთანხმები ამას. დიახ, ზოგჯერ მათ შეუძლიათ უდიდესი გავლენა მოახდინონ. მაგრამ მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მხოლოდ ის, ვინც გოლი გაიტანა, იმსახურებს ოქროს ბურთს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ასე მუშაობს.

ფეხბურთი არის გოლები და ხალხი ზეიმობს, როდესაც ბოლო შეხება ხდება, მაგრამ ზოგადად ფეხბურთში არის მთელი პროცესი, რომელიც ბურთის ბადეში მოხვედრამდე ხდება ასე არ არის?“

- განაცხადა „მანჩესტერ სიტისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა მიქაუტაძის სიტუაცია შეიცვალოს | ლილს აიაქსის თავდამსხმელი სურს
შესაძლოა მიქაუტაძის სიტუაცია შეიცვალოს | ლილს აიაქსის თავდამსხმელი სურს