მარკო ვერატი
Aa
Aa

თვეში 1 კვირა შეუძლია არ ივარჯიშოს და წავიდეს - ვერატის უცნაური კონტრაქტი

მარკო ვერატიმ მიმდინარე სეზონიდან ევროპა დატოვა და სათამაშოდ საუდის არაბეთში წავიდა, სადაც „ალ-არაბის“ ღირსებას იცავს.

ფრანგული L’Equipe-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ვერატის კონტრაქტში საკმაოდ უცნაური პუნქტი აქვს შეტანილი.

იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტში წერია, რომ მას ყოველ თვეში ერთი კვირით აქვს უფლება არ ივარჯიშოს და კატარი დატოვოს. აღნიშნულია, რომ ამ პუნქტის გამოყენების შედეგად, ვერატის პარიზში ხშირად ხედავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერატი „ალ-არაბისგან“ წლიურად 30 მილიონ ევროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ ვერატი პსჟ-ს ღირსებას 11 წლის განმავლობაში იცავდა. „ალ-არაბის“ რიგებში კი ვერატიმ ამ სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, რაც მის კონტრაქტში აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნულები და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი | რას წერს Marca მამარდაშვილზე
ნულები და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი | რას წერს Marca მამარდაშვილზე