ვასილ ლობჟანიძე, ტულონი, ბრივი
Aa
Aa

„აქ გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია“ - ლობჟანიძე ტულონში ტრანსფერზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ვასილ ლობჟანიძე „ტულონში“ გადასვლის შემდეგ პირველ კომენტარს კლუბის პრესსამსახურთან აკეთებს და გუნდში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

რა თქვა ლობჟანიძემ:

„ბრივიდან“ წასვლის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. ამ კლუბში 8 წელი გავატარე. 19 წლის ვიყავი როცა აქ ჩამოვედი, იქ გავიზარდე და დღემდე ბევრი მეგობარი მყავს. „ტულონში“ გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველა მოთამაშისთვის მთავარი მოედანზე ყოფნა და თამაშია. მეც ზუსტად ეს მინდა. „ტულონი“ ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა. მსურს ამ კლუბს დავეხმარო და როგორც მოთამაშე გავიზარდო. პირველად მექნება შესაძლებლობა, რომ ამდენ საერთაშორისო მორაგბესთან ერთად ვიმუშაო.

შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძე „ბრივში“ 2016 წელს გადავიდა და ამ დრომდე ჩატარებულ 106 შეხვედრაში 50 ქულის მოპოვება შეძლო. 27 წლის მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 87 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 88 ქულით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულთან შედარებით, წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა“ - იტალიური მედია კვერნაძეზე
„ზაფხულთან შედარებით, წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა“ - იტალიური მედია კვერნაძეზე